ზოგადი შეთანხმება

წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა და დაიანა კარდაშიანს (პ/ნ 01005028165) – (შემდგომში „კომპანია“ ან lovemark.ge) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე შეთანხმებას და არეგულირებს თქვენ მიერ lovemark.ge ვებ-გვერდის გამოყენებას.

საიტზე დარეგისტრირებით და/ან კომპანიის მომსახურების გამოყენებით და/ან „ვეთანხმები პირობებს“ (ან ნებისმიერი სხვა ფორმულირების) მონიშვნით თქვენ თანხმობას აცხადებთ წინამდებარე წესების სრულად და უპირობოდ დაცვაზე.  აღნიშნული წესები ხდება თქვენსა და კომპანიას შორის ურთიერთობის ფარგლებში სავალდებულოდ გათვალისწინებული და ენიჭება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული იურიდიული მნიშვნელობა. თქვენს მიერ გაცემულ და ჩვენ მიერ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით არსებულ პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით უსაფრთხოების პოლიტიკას.

ნივთის დაბრუნების პროცესთან და მის წესებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ნივთის გარანტია, გადაცვლა, დაბრუნების პოლიტიკას. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკის და ნივთის დაბრუნების პოლიტიკის მარეგულირებელი დოკუმენტები ამ წესებისა და მხარეთა შორის გარიგების განუყოფელი ნაწილია და მინიჭებული აქვს იდენტური სამართლებრივი სტატუსი.

 

შეძენა

თქვენ გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით და რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.

გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. ჩვენი მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ გადავცეთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა  გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის, ან მომსახურების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში, ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომება მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის დარეგისტრირებისას და სხვა.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ, ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა თაღლითობის, ან უნებართვო/უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

შეკვეთა

როდესაც თქვენ ქმნით შეკვეთას ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა, ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი შეკვეთის დაუყოვნებლივი გაუქმება.

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უარი ვთქვათ მომსახურებაზე, ამოვიღოთ, ან შევცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.

შეკვეთის გაუქმება/ნივთის დაბრუნება

შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია შეკვეთის განთავსებიდან 24 საათში.

თანხის დაბრუნება/ანაზღაურება ხორციელდება შეკვეთის განხორციელების თარიღიდან 5 დღის ვადაში.

შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება. შესაძლებელია იგივე მოდელის ზომაში გადაცვლა.

დასტური

ჩვენ მიერ შეთავაზებული ნებისმიერი სერვისით სარგებლობის შემთხვევაში ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.